28 ნოემბერი 2024,   19:32
ვრცლად
შარლ მიშელის დოკუმენტის რევიზია არ არის სწორი - ალეკო ელისაშვილი 20 ივნისის საქმეზე საპარლამენტო კომისიის შექმნაზე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე ინიციატივით გამოდის, რომ 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით საპარლამენტო კომისია შეიქმნას. აღნიშნულ საკითხს უკვე მოჰყვა შეფასებები. 

"მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი არაა, თუმცა ეს შარლ მიშელის დოკუმენტის რევიზია იქნება.

"საგამოძიებო კომისიის შექმნის წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ულტიმატუმით გადაბმა ამნისტიასთან არ მიმაჩნია სწორად. შარლ მიშელის დოკუმენტის რევიზია არ არის სწორი. ყოველდღე ვიგებთ იმას, რომ ვიღაცას უნდა გადაქაჩოს თავისკენ ეს შეთანხმება. შევთანხმდით, რომ ამნისტიის პროექტს დავაინიცირებდით. ეს ამნისტიის საქმე დავძრათ და პარალელურად, თუკი გვეყოფა ხმები, ჯერჯერობით ოპოზიცია საკმარისი რაოდენობით არ ვართ, რომ 50 ხმა გვქონდეს, თუკი ჰიპოთეტურად გვეყოფა, კი ბატონო, შევქმნათ ეს საგამოძიებო კომისია," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერის, იაგო ხვიჩიასთვის კი გაუგებარია, რა საჭიროა აღნიშნულ საკითხზე კომისიის შექმნა.

დღის ამბები