28 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი პარლამენტშია - ის შალვა შავგულიძემ უკვე დაარეგისტრირა

ამნისტიის შესახებ ოპოზიციის კანონპროექტი პარლამენტშია. შალვა შავგულიძემ ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში უკვე დაარეგისტრირა.

"პოლიციელთა მიმართ ამნისტია გამოიყენება მხოლოდ დაზარალებულის თანხმობის პირობებში, იგივე მოთხოვნა კი არ არის აქციის მონაწილეთა მიმართ,"- აცხადებს პარლამენტის წევრი შალვა შავგულიძე. 

მანამდე პარტიებმა კიდევ ერთი დახურული კონსულტაცია გამართეს, რომელზეც "ლელო" გამოვიდა ინიციატივით, ამნისტიის გამოცხადებამდე შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც 20 ივნისს გამოიძიებს.

პარტიები თვლიან, რომ ამნისტიამდე უნდა დადგინდეს, რეალურად ვინ და რა ტიპის დანაშაული ჩაიდინა. კონსულტაციები "სტრატეგია აღმაშენებლის" ოფისში 3 საათის განმავლობაში გაგრძელდა, შეხვედრა სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა.

"ლელოს" ინიციატივა არ არის იმ შეთანხმების გზის, რაც ჩვენ გვაქვს. ჩვენ შეთანხმებას პირნათლად შევასრულებთ. რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, ეს ჩვენი კონსტიტუციური უფლებაა და ამის გამოყენების უფლება გვაქვს, მაგრამ იმისათვის, რომ ეს მოხდეს, 50 დეპუტატი სჭირდება,"- აცხადებს "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე.

სალომე სამადაშვილის განცხადებით კი, ამნისტიის კანონი არ გავრცელდება იმ პირებზე, ვინც 20 ივნისს უკანონო ბრძანება გასცეს და მათზე, ვინც პასუხისმგებელია სხეულის მძიმე დაზიანებაზე. მისივე თქმით, ამნისტიის კანონპროექტში ყველანაირი ჩამკეტი მექანიზმია ამ პირებისთვის გაწერილი, რომელსაც ოპოზიციამ ხელი მოაწერა. 

დღის ამბები