28 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
პარლამენტში ამნისტიის 2 კანონპროექტი დარეგისტრირდება, რომელშიც მაკო გომურის ტიპის საქმეებზე დამატებითი გარანტიები იქნება - გიორგი ვაშაძე

"სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თქმით, პარლამენტში ამნისტიის შესახებ ორი სხვადასხვა, ოპოზიციისა და "ქართული ოცნების" მიერ წარმოდგენილი კანონპროექტები დარეგისტრირდება. ამის შესახებ მან ხელისუფლებასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"დარეგისტრირდება ორი კანონპროექტი – ერთი ოპოზიციის და ერთი "ქართული ოცნების", მაგრამ რაც მთავარია, შევთანხმდით, რომ ორივე კანონპროექტში იქნება დაცული კონვენციური მუხლები და კონვენციურ მუხლებზე არ გავრცელდება არც ერთი კანონპროექტი და არც მეორე.

ასევე, შევთანხმდით იმაზე, რომ ძალადობის საქმეები დაემატა მათ კანონპროექტსაც და "ქართული ოცნების" კანონპროექტში მაკო გომურის ტიპის საქმეებზე კიდევ დამატებითი გარანტიები იქნება, რომ ამნისტია არ გავრცელდება," - განაცხადა გიორგი ვაშაძემ. 

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "ქართული ოცნების" კანონპროექტითაც ამნისტია ვერ შეეხება ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიცაა ადამიანებისთვის სხეულის მძიმე დაზიანება.

ხაზგასმით შევთანხმდით, რა ფორმაც არ უნდა მიიღოს ამნისტიამ, ის ვერ შეეხება ისეთ მძიმე შემთხვევებს, როგორიც თვალდათხრილი ადამიანებია. "ოცნებაც" დაგვეთანხმა, რომ ამაზე მათ ვერსიაშიც კი არ იქნება საუბარი," - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.

დღის ამბები