28 ნოემბერი 2024,   19:33
ვრცლად
290 დღეა საოკუპაციო რეჟიმის ტყვეობაში - ზაზა გახელაძის ოჯახი ბრძოლის გაგრძელებას გეგმავს და აქციებს აანონსებს

ერგნეთში შეხვედრის დასრულების შემდეგ, სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ქვემო ჭალაში ჩავიდა. ირაკლი ანთაძე ზაზა გახელაძის ოჯახს შეხვდა და მათ მოლაპარაკებების შედეგები გააცნო.

გახელაძის დაკავებიდან 290 დღეა გასული. 9 თვიანი უშედეგო ლოდინის შემდეგ, ოჯახი ამბობს, რომ ბრძოლის გაგრძელებას გეგმავენ.

გახელაძის ოჯახი საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს გეგმავენ და კიდევ ერთხელ სთხოვენ დახმარებას უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქის გათავისუფლებაში. იმ შემთხვევაში, თუ უახლოეს პერიოდში შედეგი არ იქნება, არც საპროტესტო აქციების გამართვას გამორიცხავენ.

დღის ამბები