28 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
SINOPHARM-ით ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო

SINOPHARM-ით ვაქცინაციისთვის 18 წლის ზემოთ მოქალაქეების რეგისტრაცია დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ჩინური ვაქცინით აცრის მსურველთა რეგისტრაცია დღეს 20:00 საათიდან მიმდინარეობს.

მოქალაქეებს პრეპარატის დაჯავშნა ბმულზე:  – booking.moh.gov.ge-ზე შეუძლიათ. ასევე, მსურველებს შესაძლებლობა აქვთ, რეგისტრაციისთვის ნომერზე 15 22 დარეკონ.

NCDC-ის ინფორმაციით, ქვეყანაში SINOPHARM-ით ​ვაქცინაციის პროცესი 4 მაისიდან დაიწყება.

დღის ამბები