28 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
შედგა თუ არა მრავალპარტიული პარლამენტი - არჩევიდან 6 თვის შემდეგ ოპოზიციამ დეპუტატის სავარძლები დაიკავა

საკანონმდებლო ორგანოში ოპოზიციის ძველი და ახალი სახეები 6 თვის დაგვიანებით გამოჩნდნენ.  პარლამენტში ფეხით მისულ დეპუტატებს საპროტესტო აქციის გავლა მოუწიათ, აქციის მონაწილეებმა ოპოზიციას პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება დაუწუნეს, იყო პოლემიკაც.

ოპოზიციის გამოჩენის შემდეგ დერეფანშივე გამართა ბრიფინგი იმ მომენტისთვის ჯერ კიდევ მოქმედმა პარლამენტის თავმჯდომარემ. არჩილ თალაკვაძის თქმით, მრავალპარტიული პარლამენტი მათი რეფორმების შედეგია.

დღეს დარბაზში ადგილები არ დაუკავებია "ნაციონალურ მოძრაობას","ლეიბორისტულ პარტიასა" და "ევროპულ საქართველოს", მათ შორის არც ამ პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, რომელიც შეთანხმების ხელმომწერია, თუმცა დღეს საკანონმდებლო ორგანოში არ გამოჩენილა. სხდომაზე რომ მჯდარიყო, პარლამენტში 4 ყოფილი თავმჯდომარე მოიყრიდა თავს. ბაქრაძე პარლამენტში მისვლას პრობლემატური საკითხების გადაწყვეტის შემდეგ აპირებს, შესაბამისად, ეს სურათი სესიაზე მას შემდეგ შეიქმნება, როდესაც საკანონმდებლო ორგანოში ნიკა მელია დაბრუნდება. მას დარბაზში ბევრი ელის.

დღის ამბები