28 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
უშგულთან მეწყერი ჩამოწვა - 8 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი

ძლიერი წვიმის და თოვლის დნობის შედეგად, მულახში, უშგულთან მეწყერი ჩამოწვა. სტიქიის შედეგად 8 ოჯახი გარესამყაროს არის მოწყვეტილი. 

მესტიის მუნიციპალიტეტის მერის თქმით, სტიქიის ზონაში სპეცტექნიკა მუშაობს, რომ დასახლებულ ტერიტორიაზე ღვარცოფი არ შევარდეს.

"პრევენციული ღონისძიებები ტარდება მაგრამ გეოლოგები ჩამოვლენ ხვალ და დავგეგმავთ რა ღონისძიებები გატარდება. მოსახლეობის ევაკუაცია ჯერ არ იგეგმება, თუმცა ზოგიერთმა თავისი ინიციატივით დატოვა სტიქიის ზონა," - აცხადებს "რუსთავი 2-თან" მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კახა ჟორჟოლიანი.

დღის ამბები