თურქეთი ხვალიდან 17 მაისამდე სრულ ლოკდაუნზე გადადის - ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, მუშაობას, მცირე გამონაკლისის გარდა, ყველა დაწესებულება შეაჩერებს.
"ჩვენ მკვეთრად უნდა შევამციროთ შემთხვევების რაოდენობა და ის 5 ათასზე ნაკლები უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, მივიღებთ მძიმე შედეგს ყველა სფეროში - ტურიზმით დაწყებული, ვაჭრობითა და განათლებით დამთავრებული," - განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.
ქვეყნის მასშტაბით, საქალაქთაშორისო გადაადგილება სპეციალურ ნებართვას დაევემდებარება, საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი 50%-ით შეამცირებს დატვირთვას.
სწავლა შეწყდება სკოლებისა და ბაღების შენობებში, გამოცდები გადაიდება.
ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის 37312 შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 2716 პაციენტი ასიმპტომურია.