28 ნოემბერი 2024,   19:40
ვრცლად
"ხვალ ამნისტიის კანონპროექტის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება" - ბადრი ჯაფარიძე

მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეხვედრის დასრულების შემდეგ "ლელოს" ლიდერი, ბადრი ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხვალ პარლამენტში დარეგისტრირდებიან, შემდეგ კი ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით კონსულტაციებს გააგრძელებენ.

"ხვალ დავრეგისტრირდებით პარლამენტში იმისთვის, რომ ამოქმედდეს პრეზიდენტის შეწყალების აქტი რურუასთან მიმართებაში, რომ მან დატოვოს საპყრობილე. ამის შემდეგ გავაგრძელებთ კონსულტაციებს ამნისტიის აქტთან დაკავშირებით, რომ ვნახოთ, არსებობს თუ არა შეჯერების შესაძლებლობა, მაგრამ ხვალ კანონპროექტის დარეგისტრირება, დიდი ალბათობით, არ მოხდება," - აცხადებს ჯაფარიძე. 

რაც შეეხება ნიკა მელიას მიერ გავრცელებულ წერილს, სადაც "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ამნისტიის კანონპროექტის გამოთხოვას მოითხოვს და საპასუხოდ ამბობს, რომ მზად არის, ევროკავშირის მიერ შემოთავაზებულ გირაოს დათანხმდეს და დატოვოს საპყრობილე, ბადრი ჯაფარიძე ამბობს, რომ ნიკა მელიას გადაწყვეტილებას პატივს სცემს, თუმცა აქ სხვა ფაქტორიც არის გასათვალისწინებელი : 

"მე მხარს ვუჭერ მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას, რადგან ეს ხელშეკრულება, მათ შორის, ემსახურებოდა მისი გამოყვანას და დევნის შეწყვეტას, ოღონდ გასათვალისწინებელია, რომ მედიატორის მიერ მომზადებულ დოკუმენტში ცვლილების შეტანა შეუძლია მხოლოდ მედიატორს," - აცხადებს ჯაფარიძე. 

დღის ამბები