28 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ამნისტიის ორი ვერსია თუ ერთი პროექტი - რაზე შეთანხმდებიან მმართველი პარტია და ოპოზიცია

"ქართული ოცნების" და შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი ოპოზიციის შეხვედრა IRI-ს ოფისში მიმდინარეობს.

სანამ მხარეები მსჯელობდნენ, რა სახეს მიიღებს პოლიტიკური აქტი, რომელიც ნიკა მელიას ციხიდან გამოსასვლელად იწერება, ნიკა მელიამ ახალი მოთხოვნა გაავრცელა: "გაიწვიეთ ამნისტია. ვიღებ პასუხისმგებლობას, დავთანხმდე ევროკავშირის გირაოს და დავტოვო საპყრობილე."

ოპოზიციის წევრები აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტს არ დათანხმდებიან. მათი თქმით, შეთანხმების ჩაშლა მმართველმა პარტიამ ოპოზიციას არ უნდა გადააბრალოს. 

პარლამენტის წევრი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე აცხადებს, რომ ნიკა მელიას ინიციატივას სრულად იზიარებს, რადგან ამ გზით ევროკავშირი ნიკა მელიას პოლიტიკურ პატიმრად აღიარებს.

მმართველ პარტიაში კი აცხადებენ, რომ შეთანხმების შესრულება ერთი ადამიანის სურვილზე ვერ იქნება დამოკიდებული. მათივე თქმით, ამნისტიის გაწვევა სწორი ნაბიჯი არ იქნება.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ ქვეყნის დეესკალაციას და დეპოლარიზებას ხელშეწყობა სჭირდება.

"ერთი ადამიანის სურვილზე ვერ იქნება დამოკიდებული შეთანხმების შესრულება, ეს არის ქვეყნის პასუხისმგებლობა და ქვეყნის დეესკალაციას ხელი უნდა შევუწყოთ,"- ამბობს ანრი ოხანაშვილი

დღის ამბები