28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
რა ხდება "ქართულ ოცნებაში" - რატომ ტოვებენ არჩევნების შემდეგ პოსტებს მმართველი გუნდის პირველი პირები

ოპოზიციას პარლამენტში ამნისტიამდეც ელოდებიან. შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ ხვალ პირველი სესიაა, სადაც მე-10 მოწვევის პარლამენტს ახალი თავმჯდომარე ჰყავს დასამტკიცებელი.

მისია კახა კუჭავას დაეკისრა. სპიკერატში მან ერთი სავარძლით გადაიწია, მაშინ, როდესაც არჩილ თალაკვაძე დარბაზში გადაჯდა.

მმართველი პარტიის მოულოდნელი გადაწყვეტილება დღესაც სხვადასხვა ვერსიის განხილვის თემაა.

დამფუძნებლის და თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის "ქართული ოცნებიდან" წასვლის შემდეგ, პოსტი და პარტია რამდენიმე თვეში დატოვა პემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, კიდევ რამდენიმე თვეში კი თანამდებობას დაემშვიდობა პარლამენტის თავმჯდომარე.

არჩილ თალაკვაძის მოულოდნელ ნებაყოფლობით გადადგომას მმართველი პარტია როტაციას უწოდებს.

დავით უსუფაშვილის, ირაკლი კობახიძის და არჩილ თალაკვაძის შემდეგ კახა კუჭავა "ქართული ოცნების" პარლამენტის მეოთხე თავმჯდომარე ხდება.

დღის ამბები