28 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ვარლამ გოლეთიანის ოჯახი მიტროპოლიტ სტეფანეს მრევლია - დგას თუ არა ნამახვანის პროცესების უკან საპატრიარქო

დღეს რიონის ხეობის დარაჯებს პროტესტის 183-ე დღე აქვთ, ეს არის პირველი დღე, როდესაც ხეობაში ვარლამ გოლეთიანი არავის უნახავს. ის არ მისულა არც გუმათში, არც ტელეკამერებთან გამოჩენილა, სატელეფონო კავშირის დროს უარს აცხადებს ინტერვიუზე და არ იმყოფება საცხოვრებელ სახლში, სადაც "კურიერის" გადამღები ჯგუფი მივიდა.

ვარლამ გოლეთიანი რამდენიმე კვირის წინ საჯაროდ გაემიჯნა იმ ჯგუფებს, რომლებიც ნამახვანჰესის აქციის მონაწილეების მხარდასაჭერად გუმათში ჩავიდნენ, მათ შორის, ისეთ პირებს, რომლებიც ჰომოფობიური განცხადებებითა და ხშირად, რადიკალური ქმედებებით გამოირჩევიან. თუმცა, გოლეთიანიც და ის პირებიც, ვისი გზებიც საჯაროდ ნამახვანჰესის მისადგომებთან რამდენიმე კვირის წინ გაიყო, მიტროპოლიტმა სტეფანემ გააერთიანა. მის მრევლს სალხინოში ბზობა უნდა აღენიშნა.

დგას თუ არა ნამახვანის პროცესების უკან მიტროპოლიტი სტეფანე და ნაწილობრივ საპატრიარქო. "კურიერმა" გაარკვია, რომ ვარლამ გოლეთიანი და მისი ოჯახი მიტროპოლიტ სტეფანეს მრევლია, ვარლამის მამა ცაგერ-ლენტეხის ეპარქიაში, 28 სოფლის ერთადერთი მღვდელია. მას და მიტროპოლიტს, უკვე ორი ათწლეულია, ახლო ურთიერთობა აქვთ. თავად მიტროპოლიტი ჰესის მშენებლობას კატეგორიულად ეწინააღმდეგება და პროტესტის მონაწილებს ხშირად ამბიონიდანაც უჭერს მხარს.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგეების დიდი ნაწილი, ბოლო დაძაბული დღეების განმავლობაში, მიტროპოლიტ სტეფანეს მხარდასაჭერად ჭყონდიდში იმყოფებოდა. "კურიერის" ინფორმაციით, ადგილზე იყვნენ ჩასულები ლევან ვასაძის წარმომადგენლებიც.

სალხინოში დღეს დილიდან საგამოძიებო მოქმედებები განახლდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჭყონდიდში მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო.

დღის ამბები