იტალიაში ინდური შტამის ორი შემთხვევა ლაბორატორიულად დადასტურდა, CNN-ის ინფორმაციით, ამის შესახებ ვენეტოს რეგიონის გუბერნატორმა განაცხადა.
ლუკა ზაიას თქმით, ორივე შემთხვევა სოფელ ბასანოში დაფიქსირდა, ინფიცირებულები მამა-შვილი არიან. ისინი ცოტა ხნის წინ დაბრუნდნენ ინდოეთიდან.
2 დღის წინ იტალიამ ბოლო 14 დღის განმავლობაში ინდოეთში მოგზაურობის ისტორიის მქონე პირების შესვლა აკრძალა. რაც შეეხება იტალიის მოქალაქეებს, რომლებიც ინდოეთში იმყოფებოდნენ, მათ მოუწევთ კორონავირუსის ტესტის ჩატარება და 14-დღიანი სავალდებულო კარანტინის გავლა.