28 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
ფრიდონ ინჯიამ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერა - "მოქმედებენ დესტრუქციული ძალები და იმედი გვაქვს, ამ მემორანდუმით დალაგდება ქვეყანა"

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერები გრძელდება.

დღეს საკუთარი პოზიცია დააფიქსირა პარტია "ევროპელი სოციალისტების" ერთ-ერთმა ლიდერმა ფრიდონ ინჯიამ.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას გუნდის წევრებმა.

"ევროპელმა სოციალისტებმა" მოვაწერეთ მემორანდუმს ხელი, ეს არის საწინდარი, მე ასე ვფიქრობ, ქვეყნის სტაბილურობის. მოქმედებს დესტრუქციული ძალები და ჩვენ იმედი გვაქვს, ამ მემორანდუმით ოპოზიციის ნაწილის პარტიის პარლამენტში შემოსვლით დასრულდება ეს და დალაგდება ქვეყანა,"- აცხადებს პარტია "ევროპელი სოციალისტების" თავმჯდომარე ფრიდონ ინჯია

დღის ამბები