28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
არავინ აპირებს ჯალათებს რამე აპატიოს - ზურაბ ჯაფარიძე ამნისტიის კანონზე

პარტია "ლელოს" ოფისში ოპოზიცური პარტიების შეხვედრა დასრულდა. ხელისუფლების ოპონენტებმა შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ ამნისტიის კანონთან დაკავშირებით ხელისუფლებასთან რაიმე კონკრეტული შეთანხმება არ მომხდარა. ხვალ კი პროექტის ინიცირება პარლამენტში უნდა მოხდეს.

"პოზიციები იგივეა, რაც აქამდე იყო. არავინ აპირებს, ჯალათებს რამე აპატიოს. საჯარო განცხადებები რაც მოვისმინეთ მმართველი გუნდიდან, არ ჩანს, რომ ერთიან დოკუმენტზე შეთანხმება შესაძლებელი იყოს," - აცხადებს პარტია "გირჩი - მეტი თავისუფლების" თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძე. 

პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი კი აცხადებს, რომ მათი პარლამენტში შესვლის პირობაა, რომ ამნისტიის კანონის მიღებასთან ერთად, ჩიხიდან გამოსვლის ეტაპი დაიწყოს. "შევეცდებით ეს არ იყოს კონფრონტაცია, მაგრამ პრინციპულობაში და სიმტკიცეში შეგვეჯიბრონ," - აცხადებს არმაზ ახვლედიანი. 

პარლამენტის წევრი, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციიდან ფართო ამნისტიას არავინ დათანხმდება. 

დღის ამბები