28 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
"მოგვეცი საშუალება რომ ვილოცოთ, შენ ვის რაში სჭირდები, იყავი შენთვის, ხმას არავინ გაგცემს" - მიტროპოლიტი სტეფანე

ჭყონდიდელი მიტროპოლიტი სტეფანე აცხადებს, რომ ეპარქიაში დაპირისპირება მორწმუნეებზე იდეოლოგიური შეტევაა.

"დღეს რაც ხდება არის იდეოლოგიური შეტევა მორწმუნე საზოგადოებაზე რომ დაგვაკარგინონ რწმენა.

როდესაც უფალს და ეკლესიას აგინებენ, როცა წირვას ჩაშლიან, უპირისპირდებიან სიწმინდეებს, პატრიარქს გიგინებენ, გიწევს მიიღო გარკვეული ზომები იმ ადამიანების მიმართ, ვინც ამას აკეთებს.

სადაც ის მიდის იქ იწყება შფოთი თუ მე სადაც მინდა რომ წირვა ჩავატარო, მოდის ის ხალხი, რომლებიც ცდილობენ რომ დაუპირისპირდნენ ეკლესიას. მოგვეცი საშუალება რომ ვილოცოთ, შენ ვის რაში სჭირდები, იყავი შენთვის, ხმას არავინ გაგცემს," - ამბობს მიტროპოლიტი.

ეპარქიაში დღეს დილიდან ხმაური იყო, დაპირისპირება ეკლესიასთან რუსეთში მოღვაწე ბისნესმენის - კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები