28 ნოემბერი 2024,   18:56
ვრცლად
დაიკავეთ სავარძლები და იმუშავეთ რეფორმებისთვის - სამი სენატორის რეზოლუციის საერთო მოწოდება ვაშინგტონიდან თბილისს

ვაშინგტონიდან თბილისმა სამი სენატორის ერთი რეზოლუციის საერთო გზავნილი მიიღო - ჯინ შაჰინი, ჯიმ რიში და რონ ჯონსონი საქართველოში თითოეულ პოლიტიკურ აქტორს მოუწოდებენ მიშელის დოკუმენტის აღსრულებას დაუყოვნებლივ შეუდგნენ, დაიკავონ საპარლამენტო ადგილები და სისტემურ რეფორმებზე კონცენტრირდნენ - ამ ბოლო გზავნილის ადრესატი მმართველი პარტიაა.

ორპარტიულ რეზოლუციაში ისევ ჩნდება პირობითობის კომპონენტიც, კერძოდ საქართველოში გაუარესებულ პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრისას, რაშიც ამერიკელი კანონმდებლები რუსულ ძალისხმევასაც ხედავენ და ამბობენ, რომ: "დემოკრატიული პროცესების დაბრკოლება შეანელებს ქვეყნის ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, რამაც შესაძლოა ვაშინგტონის დახმარებაზე პირობების დაწესება გამოიწვიოს". ეს ისაა, რაზეც სენატის საგარეო კომიტეტში აქამდეც საუბრობდნენ, თავმჯდომარე ჯეიმს რიში ამაზე ირიბად ახლაც მიანიშნებს.

დასავლურ ტრაექტორიაზე დაბრუნების მითითება ოპოზიციისთვის იმის დასტურია, რომ ტრაექტორიას ქვეყანა აცდენილი იყო, ყოველ შემთხვევაში აქამდე. დოკუმენტის ხელმომწერით კი პროცესის გაჯანსაღებაში მათი წვლილიცაა.

ისინი, ვინც დოკუმენტს ამ დრომდე არ აწერენ ხელს სენატორებს განუმარტავენ, თუ რა აფერხებთ და რა შემთხვევაში შეუერთდებიან პროცესს.

სენატორებისთვის ქართველი ხალხიც იმსახურებს ისეთ მთავრობას, რომელიც აქტუალურ გამოწვევებზე რეაგირებს. მმართველ პარტიაში განმარტავენ, რომ სენატის გზავნილი შტატებისთვის საქართველოს პრიორიტეტულობას ადასტურებს, დემოკრატიული გზიდან გადახვევაზე კი შემდეგი პასუხი აქვთ.

პოლიტიკური ნდობის აღსადგენად წინ დიდი სამუშაოა და იგი ახლა იწყება, ვაშინგტონში ეს იციან და ადასტურებენ,რომ ქვეყნის რეფორმირებას რეალურად შორს მიმავალი მიზნები აქვს გლობალურ კონტექსტშიც. ამიტომ ამერიკა ახლა საქართველოს დიდი ყურადღებით დააკვირდება.

დღის ამბები