28 ნოემბერი 2024,   19:38
ვრცლად
ძირითადი პრობლემა ვაქცინების რაოდენობაა, ეს არის ფაქტი და ეს არის ციფრები - ვახტანგ კალოიანი

"ღამის კურიერის" ეთერში ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელი და ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრმა ვახტანგ კალოიანმა აღნიშნა, რომ ყველაზე პესიმისტური კვლევების თანახმად, მოსახლეობის 35%-ს უნდა ვაქცინის გაკეთება.

"ჩვენ გვაქვს პრობლემები ვაქცინაციასთან მიმართებაში. ძირითადი პრობლემა არის ვაქცინების რაოდენობა, ეს არის ფაქტი და ეს არის ციფრები.

მოსახლეობის 35% მზად არის გაიკეთოს ვაქცინა დღესვე, ეს არის ყველაზე პესიმისტური კვლევები, რომელიც თებერვლის ბოლოს გამოქვეყნდა, სამწუხაროდ, ამ ხალხს არ აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინასთან.

მეორე პრობლემაა მოსახლეობის ინფორმირებულობაა, აუცილებელია კომუნიკაცია პროფესიულ ჯგუფებთან,"-აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

დღის ამბები