28 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
ფიქსირდება თუ არა საქართველოში კორონავირუსის ინდური შტამი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება

ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის ინფორმაციით, 23 აპრილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის ინდურიო შტამი არ დაფიქსირებულა.

"ინდური შტამი ჯერ არ დაფიქსირებულა. ალბათობა იმისა, რომ ინდური შტამი ფართოდ გავრცელდება, შედარებით ნაკლებია, ვიდრე ბრიტანული შტამისა. ბრიტანული შტამი მთელ ევროპაშია გავრცელებული, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და სხვანაირად ვერ მოხდებოდა. ინდურ შტამზე არ გვაქვს ბევრი ინფორმაცია, ზოგადად, ეს შტამები ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდება. რაც შეეხება ბრიტანულს, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო იოლად ასნებოვნებს ბვშვებს და ახალგაზრდებს,"- აღნიშნა "ღამის კურიერში" თენგიზ ცერცვაძემ.

დღის ამბები