28 ნოემბერი 2024,   19:41
ვრცლად
თენგიზ ცერცვაძის თქმით, წელსაც საჭირო გახდება იმავე რეკომენდაციის გაცემა, რაც შარშან აღდგომას იყო

შეიზღუდება თუ არა წელსაც აღდგომის დღესასწაულის აღსანიშნად და სასაფლაოებზე გასასვლელად გადაადგილება? ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ერთი წლის წინ მრევლს მოუწოდა,  სახლში დარჩენილიყვნენ და აღდგომის დღესასწაული ასე აღენიშნათ. 

"ღამის კურიერის" ეთერში თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული წელსაც იმავე რეკომენდაციის გამეორება მოუხდეთ.

"სავარაუდოდ, ვფიქრობ, წელსაც მოგვიწევს იგივეს გაკეთება, რაც შარშან აღდგომას გავაკეთეთ,"- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე. 

დღის ამბები