28 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
ჭიათურელი მაღაროელები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ - ისინი დღეს დილიდან გაიფიცნენ

ჭიათურელი მაღაროელები ხელფასის 50%-ით გაზრდას ითხოვენ. ისინი დღეს დილიდან გაიფიცნენ.

გაფიცულები ამბობენ, რომ ეკონომიკური კრიზისი და ლარის გაუფასურება მათ მდგომარეობაზე აისახა, ამ ფონზე კი ხელფასი უცვლელი რჩება.

დღეს განცხადება თავად კომპანიამაც გაავრცელა. "ჯორჯიან მანგანეზში" აცახდებენ, რომ მათთვის პრიორიტეტი თითოეული დასაქმებულია და სწორედ ამიტომ, კომპანიის სურვილია კრიზისი მოლაპარაკებების გზით განიმუხტოს.

"ჯორჯიან მანგანეზის" შეთავაზება, რომელიც ყველა მაღაროელისთვის ხელფასის მატების გარდა სადღესასწაულო დღეებში დანამატებსაც გულისხმობს, აქციის მონაწილეებს პროფკავშირების წარმომადგენელმა გააცნო.

კომპანია შეთავაზებას როგორც ანაზღაურების ერთიანად მატების უპრეცედენტო შემთხვევად აფასებს, რადგან ეს თითოეული თანამშრომლისთვის წელიწადში ხელფასის 3200 ლარით გაზრდას გულისხმობს. "ჯორჯიან მანგანეზის" წარმომადგენელი ასევე დასაქმებულთათვის სოციალურ და შრომის პირობების გაუმჯობესებაზე საუბრობს.

მაღაროელები მსგავსი მოთხოვნით ჭიათურის ცენტრში აქციებს 2019 წელსაც მართავდნენ. მაშინ დასაქმებულებსა და კომპანიას შორის შეთანხმება შედგა და დასაქმებულების ხელფასი 25%-ით გაიზარდა. აქციის მონაწილეები ამჯერად ანაზღაურების ისევ 50%-ით გაზრდას ითხოვენ.

დღის ამბები