28 ნოემბერი 2024,   19:30
ვრცლად
საქართველო კორონავირუსის მესამე ტალღის ზღვარზე - ეპიდემიოლოგიურ რისკებსა და სააღდგომოდ მოსალოდნელ შეზღუდვებზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს

კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება. ქვეყანა მესამე ტალღის კრიტიკულ ფაზას უახლოვდება. საავადმყოფოებში ადგილები შეზღუდულია. ექიმები ამბობენ, რომ გამოსავალი ვაქცინაცია და არსებული რეკომენდაციების დაცვაა.

ინფექციის გავრცელება ე.წ. ბრიტანულმა შტამმა კიდევ უფრო დააჩქარა. ბოლო 24 საათში 1271 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სპეციალისტები მესამე ტალღის მოახლოებას საქართველოში იმუნიზაციის დაბალ აქტივობას უკავშირებენ. თანხმდებიან, რომ პანდემიის დასასრულის მთავარი იარაღი სწორედ ვაქცინაციაა. 

ეპიდემიოლოგიურ რისკებსა და მოახლოებული აღდგომის დღესასწაულზე მომდევნო კვირას იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს. არც ისაა გამორიცხული, ლოკალურად, დამატებითი შეზღუდვებიც დაწესდეს. დღეს ეკატერინე ტიკარაძემ მოქალაქეებს მოახლოებულ დღესასწაულთან დაკავშირებით სიფრთხილისკენ მოუწოდა. 

დღის ამბები