28 ნოემბერი 2024,   19:46
ვრცლად
ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის ცოლი "კურიერთან" ფიზიკურ ანგარიშსწორებას უარყოფს

ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის ცოლი და იმ ბავშვების დეიდა, რომლებზეც, წინასწარი ინფორმაციით, მამაკაცი ძალადობდა, "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს. ის ფიზიკურ ანგარიშსწორებას უარყოფს.

"ბევრჯერ რომ ჩხუბობდა, ვეკითხებოდი, დათო, რა არის-თქო და ამბობდა, ხელ-პირის დაბანაო, სკოლაში წასვლა არ უნდა. ახლა ეს კაცი დაჭერილია და სკოლაში რატომ არ მიდიან, იმ კაცის ბრალია? გუშინწინ წავიდნენ სალფეტკების გასაყიდად, ესეც ამ კაცის ბრალია? ერთი სული ჰქონდათ, რომ გავიდოდით, სალფეტკების გასაყიდად წასულიყვნენ. სამი სტენდირება აქვს ჩემს მეუღლეს გადატანილი, ორი ინსულტი, ინფაქტი და ახლაც ძალიან ცუდად არის,"- აცხადებს ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულის ცოლი.

თბილისში არასრულწლოვანთა ტრეფიკინგის ბრალდებით 46 წლის კაცი დააკავეს. საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული შრომით ექსპლუატაციას უწევდა მეუღლის არასრულწლოვან დისშვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, მოწყალების თხოვნის და წვრილმანი ნივთების გაყიდვის გზით თანხის შეგროვებას და მისთვის გადაცემას აიძულებდა, მისი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

დღის ამბები