28 ნოემბერი 2024,   19:51
ვრცლად
ყოფილ მაღალჩინოსანს ცოლი ძალადობასა და შვილებზე ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ადანაშაულებს - ალუდა გოგლიჩიძე ბრალდებებს უარყოფს

ბრალდებები განათლების მინისტრის და თბილისის მერის ყოფილი მოადგილის მისამართით ალუდა გოგლიჩიძეს ძალადობასა და შვილებზე განხორციელებულ ფსიქოლოგიურ ზეწოლაში ყოფილი მეუღლე ადანაშაულებს. რამდენიმეწლიანი დავა შვილებისთვის ისევ გრძელდება.

თეონა ჯულუხაძის მტკიცებით, სასამართლოს გადაწყვეტილებით, შვილების საცხოვრებლად დედის სახლი განისაზღვრა, თუმცა მისივე თქმით, მამის მხრიდან მოზარდებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ზეწოლის გამო, დედასთან მხოლოდ 20 წლის ბიჭი ცხოვრობს, 8 და 12 წლის შვილების ნახვის უფლება კი არ აქვს.

ყოფილი მეუღლის მხრიდან წამოსულ ბრალდებებს უარყოფს ადრესატი ალუდა გოგლიჩიძე ყოფილმა მაღალჩინოსანმა მედიასთან დღეს პირველი სატელევიზიო განმარტება გააკეთა, ახლა უკვე "კავკასიის უნივერსიტეტის" განათლების ფაკულტეტის დეკანი შვილების წართმევის ფაქტს კატეგორიულად უარყოფს და ბრძოლას სხვადასხვა ფორმით მტკიცებულებებით გეგმავს.

პრობლემის მოგვარებაში ჩართულია სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოც. 

დღის ამბები