28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
"კურიერმა" მოიპოვა ვიდეოკადრები, სადაც ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის დეტალებია ასახული

"კურიერმა" მოიპოვა ვიდეოკადრები, სადაც ვაზისუბანში მომხდარი მკვლელობის დეტალებია ასახული. კურიერის ექსკლუზიურად მოპოვებულ ამ კადრებში მოკლული კახა თეგეტაშვილი და მკვლელობისთვის უკვე მსჯავრდებული თემო იუსუფოვი ჩანან, სათვალთვალო კამერით გადაღებულ მასალაში სისხლიანი ანგარიშსწორების პირველი წუთებია აღბეჭდილი, როდესაც დაპირისპირებულ მხარეებს შორის ჯერ მხოლოდ სიტყვიერი კამათი დაიწყო.

კონფლიქტმა რამდენიმე წუთში სხვა ადგილას გადაინაცვლა და ჩხუბში მონაწილე პირებმა მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. ამ ვიდეომტკიცებულებებიდან ირკვევა რომ ჩხუბი, სავარაუდოდ, არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფ ვაზისუბნელებს შორის ყოფით ნიადაგზე დაიწყო.

კახა თეგეტაშვილი ზურგის არეში მიყენებული ჭრილობებით მალევე გარდაიცვალა.

"კურიერმა" საგამოძიებო მოქმედებების დროს გადაღებული ფოტომასალაც მოიპოვა. სურათებში ის ნივთებია ასახული, რომელიც ჩხუბში მონაწილე პირებს თან ჰქონდათ. 

ნიკო მუსხელიშვლის ქუჩაზე ,2020 წლის 19 ივლისს მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე, ერთი წლის თავზე განაჩენი დადგა. ნაფიცმა მსაჯულებმა ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება და კახა თეგეტაშვილის მკვლელობაში დამნაშავედ თემო იუსუფოვი დაასახელეს. მოსამართლემ კი მას 12 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

დღის ამბები