28 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
თელავის სავიზიტო ბარათი, მრავალსაუკუნოვანი ჭადარი გახმობის პირასაა - მის გადასარჩენად ქართველი და გერმანელი ექსპერტები მუშაობენ

თელავში მრავალსაუკუნოვანი ჭადრის გადასარჩენად სპეციალისტები იბრძვიან. ქალაქის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათს მერქანი გაუფუჭდა, ჰყავს პარაზიტიც, თუმცა ექსპერტები განმარტავენ, რომ საუკუნოვანი ხის ფესვთა სისტემა ცოცხალია და მისი მკურნალობა შესაძლებელია.

ჭადრის გადასარჩენად ქართველებთან ერთად გერმანელი ექსპერტებიც მუშაობენ. აღებულია ლაბორატორიული კვლევები, მათ შორის, ნიადაგის სინჯიც. მას შემდეგ კი, რაც კვლევების პასუხები გახდება ცნობილი, ერთობლივად დაიგეგმება მრავალსაუკუნოვანი ჭადრის გადარჩენის გზები და მისი კონსერვაცია.

ჭადრის გადარჩენის მნიშვნელობაზე საუბრობენ ტურიზმის სექტორშიც. 

თელავის ისტორიულ უბანში, ათასწლოვანი ჭადრის გარშემოწერილობა 12-ს, ხოლო სიმაღლე 40 მეტრს აღწევს. ქალაქის სავიზიტო ბარათი ახლა სიცოცხლის გადარჩენისთვის იბრძვის, რამდენიმესაუკუნოვანი ჭადარი თელავის სტუმრებს დღესაც მასპინძლობს. 

დღის ამბები