ბელგიის ელჩმა სამხრეთ კორეაში ცოლის რეაქციის გამო მაღაზიაში კონსულტანტთან დაპირისპირებისას ბოდიში მოიხადა. როგორც BBC წერს, კამერის ჩანაწერებში ჩანს, რომ ელჩის ცოლმა კონსულტანტს სახეში გაარტყა.
როგორც ირკვევა, მაღაზიაში მომუშავე პერსონალს სურდა შეემოწმებინა მის მიერ შეძენილი სამოსი, რადგან გაუჩნდათ ეჭვი, რომ ქალს შენაძენი თანხის გადახდის გარეშე მიჰქონდა.
სეულში ბელგიის საელჩოში აცხადებენ, რომ ელჩის 63 წლის ცოლი საავადმყოფოში იმყოფება, რადგან მას ინსულტი დაემართა, ამასთან, როგორც კი შეძლებს, მომხდართან დაკავშირებით პოლიციასთან ითანამშრომლებს.