28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
უზრდელობას გავატარებ, არ მიკვირს - ბარამიძე სამადაშვილს

ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობის წევრებს შორის დაპირისპირება გრძელდება.  გიორგი ბარამიძე და სალომე სამადაშვილთან დებატებს ითხოვს,  დებატებზე თანხმობა განაცხადა სალომე სამადაშვილმაც, თუმცა პარტიის თავმჯდომარის ნიკა მელიას ციხიდან გამოსვლის შემდეგ. პარალელურად გიორგი ბარამიძე მარგინალ, ჩამოწერილ, წარსულში ჩარჩენილ პოლიტიკოსად მოიხსენია, რომელიც პარტიის განვითარებას უშლის ხელს.

სალომე სამადაშვილის მიერ კრიტიკას მორიგი განცხადება მოჰყვა გიორგი ბარამიძის მხრიდან:

"თქვენს უზრდელობას გავატარებ ცხადია, (სულ არ მიკვირს) რაც შეეხება დებატებს, თქვენი ინიციატივა იყო გუშინ ქალბატონი ემა ტუხაშვილის ეთერში და გამოგეხმაურეთ.

არც ის მიკვირს, რომ საჯაროდ თქვენს მიერ ნათქვამზე ამჯერადაც გადადიხართ და დებატის სურვილი გაგიქრათ.

პ.ს. ნიკას გათავისუფლებაზე როგორ ზრუნავდით, ეგ უკვე დავინახეთ.

მე და ჩვენი გუნდი (თქვენი ყოფილი გუნდი ანუ) იმას "ვაკეთებთ" რასაც ვამბობდით და ხალხს ვეუბნებოდით," - წერს გიორგი ბარამიძე სოციალურ ქსელში.

ამავე თემაზე
დღის ამბები