28 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
პოლიციელი, რომელსაც გამოძიება ავარიის დროს 16 წლის მოზარდი გოგონას გარდაცვალებას ედავებოდა, გამართლდა

გორის რაიონულ სასამართლოში სოფელ არაგვის პირში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა და პოლიციელი გაამართლეს.

ბრალდებული პოლიციელი, რომელსაც გამოძიება ავარიის დრო 16 წლის მოზარდი გოგონას გარდაცვალებას ედავებოდა, პროცესს დისტანციურად ესწრებოდა. 

მოსამართლემ გარდაცვლილი გოგონას დედა პროცესზე არ დაუშვა, რასაც ოჯახის წევრების პროტესტი მოყვა.

შეგახსენებთ, შემთხვევა გასულ ზაფხულს მოხდა. მოზარდს არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელი დაეჯახა და ადგილზე დედის თვალწინ მოკლა. ბრალდება პოლიციელ ფრიდონაშვილს სისხლის სამართლის 276 მუხლის მე-7 ნაწილით ედავება.

 

დღის ამბები