28 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
მიტროპოლიტისთვის ჩაკეტილი ტაძრის კარი და მეუფე სტეფანეს გალობა მონასტრის ეზოში - რა მოხდა სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძარში

ქართული ეკლესიის ცხელი ეპარქია - ჭყონდიდში ისევ დაპირისპირებაა. პეტრე ცაავას მომხრე სასულიერო პირები ახალ ეპარქიის ახალ წინამძღვარს უღირს მღვდელმთავარს უწოდებენ და აღსარების საიდუმლოს გაცემაში ადანაშაულებენ. მარტვილი აღდგომის ხმაურიანი ღამის მოლოდინშია. ამბოხებულები მგალობელ ჭყონდიდის ეპისკოპოს დაემუქრნენ, რომ აღდგომის ღამეს ლიტანიობის ჩატარების შესაძლებლობას არ მისცემდნენ.

გალობამდე დაპირისპირების მთავრი ცენტრი სალხინოს მამათა მონასტერი იყო, სადაც მეუფე სტეფანეს წარმომადგენლებს ამბოხებულებმა ღვთისმსახურების უფლება ისევ არ მისცეს. დაპირისპირების დროს, საეკლესიო კრებისა და განხილვის გარეშე ჭყონდიდელმა ეპისკოპოსმა წაჩ-ხურუს მთავარანგელოზის ტაძრის წინამძღვარი გადააყენა.

დღის ამბები