28 ნოემბერი 2024,   18:53
ვრცლად
ბრიტანული შტამის აფეთქება საქართველოში - ქვეყანა მესამე ტალღის პიკში შედის

მესამე ტალღის პიკს სავარაუდოდ ვირუსის ახალი ვარიანტი დააჩქარებს.

ე.წ ბრიტანული შტამის პროცენტულმა მაჩვენებელმა საგანგაშო ნიშნულს მიაღწია და უკვე 70-90%-ით ცირკულირებს.

სპეციალისტები ვარაუდობენ, რომ მომდევნო ორ თვეში, ვირუსის ძველ ფორმას ახალი მთლიანად ჩაანაცვლებს. სხვადასხვა შატამის გავრცელება ქვეყანაში რეინფიცირების შემთხვევებს ზრდის. 
ქვეყანაში COVID პაციენტებისთვის 800 თავისუფალი საწოლია დარჩენილი, 90 პაციენტი კი, ხელოვნურ სუნთქვაზეა. 

სპეციალისტების ვარაუდით, აპრილის ბოლო და მაისის პირველი ორი კვირა - მესამე ტალღის პიკი იქნება.

 

დღის ამბები