საქართველოში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია მძიმდება - დღეს ქვეყანაში კორონავირუსის 1310 შემთხვევა გამოვლინდა.
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, გაიზარდა ჰოსპიტალური სექტორის დატვირთვაც - ქვეყანაში 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული, 500-ზე მეტი პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებებშია მოთავსებული, 90-მდე კი - რეანიმაციაში,მათ ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდებათ.
ამას გარდა, კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროება გამოკვეთა თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში.
ქვეყანაში უკვე 32 ათასზე მეტი ადამიანი აიცრა. თამარ გაბუნიას თქმით, პედაგოგების ვაქცინაციის კამპანიის დასაწყისი გუშინ აქტიური იყო.