28 ნოემბერი 2024,   19:48
ვრცლად
გიორგი რურუას პრეზიდენტი 27 აპრილს შეიწყალებს

პრეზიდენტი რურუას 27 აპრილს შეიწყალებს, იმავე დღეს პარლამენტი ამნისტიის პროექტზე მუშაობას დაიწყებს, რომელიც მელიასაც შეეხება. გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის მონაწილეობით გამართული მიღების შემდეგ გახდა ცნობილი.

მმართველი პარტიიდან შალვა პაპუაშვილმა და ოპოზიციიდან "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადეს, რომ ამ ორ საკითხზე საბოლოო პოზიციები ყველა მხარის ჩართულობით და დიპლომატების თანდასწრებით შეთანხმდა.

რაც შეეხება ამნისტიის პროექტის დამტკიცების ვადებს, ის რეგლამენტის მიხედვით პარლამენტში სამი მოსმენით, შემჭიდროებულ ვადებში უნდა განიხილონ. პროცესს შესაძლოა რამდენიმე კვირა დასჭირდეს. ამნისტიის პროექტი 20 ივნისის საქმეზე ყველა ბრალდება წარდგენილ პირს შეეხება. ამასთან ნიკა მელიასთვის ღია რჩება გირაოსთან დაკავშირებული შეთავაზება, რომ მისი თანხმობის შემთხვევაში თანხას ევროკავშირი გადაიხდის.

დღის ამბები