28 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე იქნება სამშაბათი - სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის სასახლეში გამართულ სამუშაო ვახშამზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმების შესრულების დეტალები განიხილეს. მათ შორის, კი ნიკა მელიასა და გიორგი რურუას საპატიმროდან გათავისუფლების მექანიზმები.

სალომე სამადაშვილის თქმით, შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე იქნება მომავალი კვირის სამშაბათი:

"შეთანხმების შესრულების დაწყების პირველი დღე იქნება სამშაბათი, როდესაც ოპოზიცია შევა პარლამენტში იმისთვის, რომ დაარეგისტრიროს ამნისტიის შესახებ კანონი და ამავე დღეს განხორციელდება პრეზიდენტის მიერ გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

ამის შემდეგ, ჩვენ რაც შეგვიძლია სწრაფად მივიღებთ ამნისტიის კანონს და თუ მანამდე ვერ მოხერხდა რაიმე სხვა გზებით ნიკა მელიას გათავისუფლება, მაშინ ამნისტიის შესახებ კანონის თანახმად ნიკა მელია გათავისუფლდება საპატიმროდან," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები