28 ნოემბერი 2024,   19:35
ვრცლად
ქართველი ამომრჩეველი პოსტსაბჭოური სივრცის ამომრჩეველია,რომელსაც რუსული ჩექმის გემო არ დავიწყებია - თაკო ჩარკვიანი

"პარტია კანონი და სამართლის" თავმჯდომარის თაკო ჩარკვიანის თქმით, პროდასავლური პარტიები და ამომრჩეველი "ქართულ ოცნებას" ბრმად ვერ ენდობა.

"ქართველი ამომრჩეველი არის პოსტსაბჭოური სივრცის ამომრჩეველი, რომელსაც რუსული ჩექმის გემო არ დავიწყებია, რომელიც ახლაც აქ არის. ჩვენ გუშინწინ გავრილოვი შემოგვიყვანა ამ ხელისუფლებამ და ქართველ ამომრჩეველს, მათ შორის, "ნაციონალურ მოძრაობას",  მათ შორის, თამარ ჩარკვიანს და ყველა დასავლური ვექტორის ამომრჩეველს ის ფუფუნება არ გვაქვს, რომ ბრმად ვენდოთ "ქართული ოცნების" ხელისუფლებას," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

დღის ამბები