28 ნოემბერი 2024,   19:49
ვრცლად
გიორგიმ მითხრა "სტრატეგიიდან" შეხვედრებზე მე ვიქნებიო...შეცდომა იყო ქართული პოლიტიკისთვის რომ არ ვესწრებოდი - თაკო ჩარკვიანი

ბლოკ სტრატეგია აღმაშენებლის ყოფილი წევრი, პარტია ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი შეცდომად თვლის იმას, რომ ევროპელი დიპლომატების მოდერატორობით გამართულ შეხვედრებს ისიც არ ესწრებოდა.  ამის შესახებ თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა:

"შარლ მიშელი არაფერს არ ქმნის ქართველების გარეშე. ყველას არ ჰქონდა არგუმენტებით დარწმუნების საშუალება. არ ვიყავი იმ შეხვედრებზე, მუდმივად წარმომადგენელი იყო მხოლოდ გიორგი. მე გამოვთქვი ამის სურვილი, მაგრამ გიორგიმ მითხრა რომ სტრატეგიიდან მე ვიქნებიო, მე ძალიან მონდომებული ვიყავი, რომ გიორგის ეს გამოსვლოდა. ჩემთვის თვითმიზანი არასდროს არაა, რომ მივიდე. გულდაწყვეტილი კი არა, ახლა ვფიქრობ, რა გავაკეთე, რომ იქ არ ვიყავი, იმიტომ რომ ეს შეცდომა იყო ქართული პოლიტიკისთვის," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

დღის ამბები