28 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ნიკა მელიას არ უნდა მოვთხოვოთ მორალური კომპრომისი, მზად ვართ თავდებად დავუდგეთ - ბადრი ჯაფარიძე

"ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი ბადრი ჯაფარიძე ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან შესახვედრად საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში მივიდა, სადაც ევროსაბჭოს პრეზიდენტის საპატივცემულოდ ვახშამი მიმდინარეობს.

მისი თქმით, ის შეხვდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას და სურს ამ საუბრის შესახებ შარლ მიშელი საქმის კურსში ჩააყენოს. 

"მინდა ბატონ მიშელს შევხვდე და ვუთხრა ჩვენი საუბრის შესახებ, რომელიც მქონდა ნიკა მელიასთან. რა თქმა უნდა, მადლიერია იმ ძალისხმევის, რომელსაც იჩენენ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ახლა ამოცანაა, რომ მართლაც მოხდეს ვითარების განმუხტვა და ამისთვის აუცილებელი პირობაა ნიკა მელია დაუყოვნებლივ გამოვიდეს საპატიმროდან. ამისთვის არსებობს სამართლებრივი გზები, ამისთვის ნიკას არ უნდა მოვთხოვოთ მორალური კომპრომისი, რომელსაც ის არ გააკეთებს, არსებობს სხვა სამართლებრივი გზები, რომელიც ცნობილია პროკურატურისთვის. თუ საჭიროა, თავდებობაც შესაძლებელია. ჩვენ მზად ვართ რომ თავდებში დავუდგეთ მას, არსებობს სხვა გზებიც. აუცილებელია პროკურატურამ გადადგას ეს ნაბიჯი, რომ მოხდეს ვითარების განმუხტვა,"-აცხადებს ბადრი ჯაფარიძე.

დღის ამბები