28 ნოემბერი 2024,   19:43
ვრცლად
პროცესს უღალატეს ცხადია, მაგრამ მე და გიორგი ვაშაძე პოლიტიკის მიღმა კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ - თაკო ჩარკვიანი

პარტია "კანონი და სამართლის" თავმჯდომარე თაკო ჩარკვიანი აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ "სტრატეგია აღნაშენებლის" ბლოკი დატოვა, ის გიორგი ვაშაძესთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს.

"ძალაუნებურად გაიყო აზრები, მაგრამ ასე ვთქვათ, კარგ ურთიერთობას ვინარჩუნებთ მე და გიორგი ვაშაძე. მე არ ვარ ის, რომ წინა დღეს ადამიანი მესიმპატიურებოდეს და მეორე დღეს აღარ მესიმპატიურებოდეს.

პროცესს უღალატეს ცხადია, მაგრამ ეს პოლიტიკაა და როგორც ჩანს, ხდება ასეთი რამეები. მაგრამ პოლიტიკის მიღმა გვაქვს ურთიერთობები ადამიანებს და ნამდვილად ვერ გავიმეტებ გიორგის," - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა "ღამის კურიერში" სტუმრობისას.

ცნობისთვის, "კანონი და სამართლის" თავმჯდომარემ თაკო ჩარკვიანმა "სტრატეგია აღმაშენებლის" ბლოკი დატოვა.

დღის ამბები