28 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
შარლ მიშელმა ევროპული პოლიტიკის მასტერკლასი გვაჩვენა - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერისა და პარლამენტის წევრის ალეკო ელისაშვილის თქმით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ქართველ პოლიტიკოსებს ევროპული პოლიტიკის მასტერკლასი აჩვენა.

"ღამის კურიერში" სტუმრობისას ალეკო ელისაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მიშელის გადაწყვეტილება, მხარეები პარლამენტში შეხვედრილიყვნენ, სწორი პოლიტიკური სვლა იყო.

"პატივი მქონდა დღეს შევხვედროდი ბატონ მიშელს, რომლისადმიც ძალიან დიდი პატივისცემით განვიმსჭვალე, განსაკუთრებით მისი არაორდინალური გადაწყვეტილებების გამო. ევროპული პოლიტიკის მასტერკლასი გვაჩვენა. მაგალითად ის, რომ წინაზე იყო ძალიან საინტერესო ოპოზიციის ლიდერების შეხვედრა, პირველ ჩამოსვლაზე ევროკავშირის საელჩოში და მოულოდნელად გვითხრა, არავინ არ ელოდა, ახლა აქედან მივდივართ, ღარიბაშვილს უნდა შევხვდეთო და ეს იყო ძალიან ეფექტური გადაწყვეტილება.

დღესაც იყო ასეთივე გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, მისი, რომ ოპოზიციის ლიდერები მოსულიყვნენ პარლამენტში და შეხვედრა მასთან ყოფილიყო არა სადმე, არამედ პარლამენტში. ლამის მკრეხელობად ხომ ითვლება პარლამენტში შემოსვლა არჩეული დეპუტატების და ეს იყო ძალიან სწორი ნაბიჯი, რომ ეს ფსიქოლოგიური ბარიერი გადალახულიყო ბევრისთვის, რომელიც ვერ მოდიოდა პარლამენტში," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები