28 ნოემბერი 2024,   19:57
ვრცლად
ვინ არ უერთდება შეთანხმებას - დოკუმენტი ხელმოწერისთვის უვადოდ ღიაა

ვინ თქვა უარი "საქართველოს წინსვლის" დოკუმენტზე ხელმოწერაზე? - ბარიერგადალახული პარტიებიდან "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტს მიღმა ფაქტობრივად მარტო რჩება, თუმცა დოკუმენტი ხელმოწერისთვის უვადოდ ღიაა, როგორც ცალკეული დეპუტატებისთვის, ისე საარჩევნო სუბიექტებისთვის.

ყოფილ მმართველ პარტიაში ყოფილი და ამჟამინდელი თავმჯდომარეების პოზიციები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება.

გრიგოლ ვაშაძე, რომელიც თავიდანვე ბოიკოტის წინააღმდეგი იყო და ამის გამო "ნაციონალურ მოძრაობას" გაემიჯნა, შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს აწერს. კიდევ ერთი ყოფილი თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი თავის პარტიას მოუწოდებს, რომ ნიკა მელიას გათავისუფლების შემდეგ პარლამენტში შევიდეს, რასაც კატეგორიულად ეწინააღმდეგება პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარე ნიკა მელია.

ამასთან, საერთო შეთანხმებას, ამ დრომდე, ხელს არ აწერენ "ევროპული საქართველო" და "ლეიბორისტული პარტია."

დღის ამბები