28 ნოემბერი 2024,   19:37
ვრცლად
ჩვენგან იყო თხოვნა რომ არ დაგვივიწყო, დროდადრო მოგვაქციე ყურადღება - ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან შეხვედრაზე, რომელიც პარლამენტში გაიმართა, საუბარი ყველა იმ თემას შეეხო, რაც შეთანხმების დოკუმენტში წერია.

"პირველი ნაბიჯი კარგია, მაგრამ საჭიროა, რაზეც შევთანხმდით იმის იმპლემენტაცია, განხორციელება მოხდეს, რომ რეალურად ნდობა აღდგეს მხარეებს შორის, და ჩვენგან იყო თხოვნა, რომ არ დაგვივიწყონ ხოლმე, დროდადრო მოგვაქციონ ყურადღება, რათა საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულების რეფორმა ბოლომდე მივიდეს.

რაც შეთანხმებაში წერია, ყველაფერზე იყო საუბარი," - აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები