28 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
შეწყალების აქტს ხელი მოეწერება მას შემდეგ, რაც ოპოზიცია ხელს მოაწერს დოკუმენტს - პრეზიდენტის განცხადებას ოპოზიცია ვაჭრობად აფასებს

სალომე ზურაბიშვილის თქმით, გიორგი რურუა პოლიტპატიმარი არ არის და არც ერთი ნიშნით არ ეხება შეწყალების რომელიმე კატეგორია, თუმცა, პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლის მოტივით, პრეზიდენტი მზადაა, გიორგი რურუა კონკრეტული პირობებით შეიწყალოს. 

პრეზიდენტის მხრიდან პოლიტიკურ ვაჭრობად აღიქვეს სალომე ზურაბიშვილის განცხადება ოპოზიციის იმ ნაწილში, რომელიც მედიატორების მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტზე ხელის მოწერას ამ დრომდე არ ჩქარობს.

გიორგი რურუას შესაძლო გათავისუფლების საკითხზე პოზიციები შეჯერებული აქვთ "ქართულ ოცნებაში". მმართველმა პარტიამ განცხადებაც გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ რურუას გათავისუფლების საკითხის ასახვა პარტიებს შორის შეთანხმებაში, მართლმსაჯულებაში პოლიტიკური ჩარევის უხეში მაგალითია. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გასული წლის 30 ივლისს, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, გიორგი რურუას 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გიორგი რურუა ბრალს ამ დრომდე არ აღიარებს და თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს.

დღის ამბები