28 ნოემბერი 2024,   18:54
ვრცლად
ცალმხრივად ხელმოწერილი დოკუმენტი - დასავლელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში ახლა ქართული ოპოზიციაა

"ქართული ოცნების" ლიდერები ორშაბათიდან საკუთარ ხედვას ევროპელ პოლიტიკოსებს პირადად გააცნობენ. ბელგიაში ირაკლი კობახიძე და დელეგაციის სხვა წევრები ამერიკის შეერთებული შტატებიდან ჩავლენ.

სწორედ, მმართველი გუნდის ვაშინგტონში ვიზიტს და პარტნიორების ზეწოლას უკავშირებს ოპოზიცია იმ ფაქტს, რომ ხელისუფლებამ გუშინ შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერა გადაწყვიტა. თუმცა, მოვლენათა ასეთი ინტერპრეტაცია თავად ამერიკელი პარტნიორებისთვისაც კი გაუგებარი და როგორც თავად თქვეს, გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. 

მმართველ გუნდში არ უარყოფენ, რომ გადაწყვეტილება მათ შორის შეერთებულ შტატებში შემდგარმა საუბრებმა განაპირობა. ამ კონსულტაციების შინაარსის გარეთ გატანა და მისი ინტერპრეტაცია არ მოეწონა სახელმწიფო დეპარტამენტს, მიუხედავად იმისა რომ წინსვლას მიესალმება.

ბრიუსელში შეთანხმებულ და თბილისში ჩამოტანილ დოკუმენტზე პირველ ავტოგრაფებს მიესალმება ბელგიაც. "კურიერის" წყარო ევროკავშირში ადასტურებს, რომ ევროპულმა საბჭომ მმართველი გუნდის ინიციატივა დიალოგის გაგრძელების სურვილად აღიქვა. 

დასავლელი პარტნიორების ყურადღების ცენტრში ახლა ქართული ოპოზიციაა, რომლისგანაც იგივე ნაბიჯის გადადგმას ელიან. 

ევროპელებს საქართველოზე მსჯელობა 2 დღეში, ბრიუსელშიც აქვთ დაგეგმილი. სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები პოლიტიკურ კრიზისს განიხილავენ და კონკრეტულ გზავნილებსაც გააჟღერებენ. 

დღის ამბები