28 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
"არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა... ითქვა, რომ გიორგი რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში" - ვახტანგ მეგრელიშვილი დანიელსონთან შეხვედრაზე

პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი "ღამის კურიერის“ ეთერში ამბობს, რომ კრისტიან დანიელსონთან შეხვედრის დროს გიორგი რურუას შესახებაც იყო საუბარი. მათ შორის, ვახტანგ მეგრელიშვილი ამბობს, რომ იყო საუბარი გიორგი რურუას ე.წ. სამაჯურის პირობით გათავისუფლებაზე. 

"მე, უბრალოდ, გაგიზიარებთ, არ ვიცი უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ კი, ითქვა, რომ გიორგი რურუას საკითხი გადაწყვეტილიყო სამ თვეში. რაღაც მექანიზმი იყო შემოთავაზებული, რომელზეც არ მახსოვს, რომ რომელიმე მხარე პირდაპირ დათანხმებულიყო, ე.წ. უდო იყო განხილული, ე.წ. სამაჯურით გამოსვლაზე იყო საუბარი... მაგრამ ეს საკითხი ბოლომდე მისულიყო, ასე არ ყოფილა, მაგრამ შემოთავაზებული იყო.

დოკუმენტში ჩაწერილი არ ყოფილა, ეს იყო ზეპირსიტყვიერი საუბარი,“ - ამბობს ვახტანგ მეგრელიშვილი. 

დღის ამბები