28 ნოემბერი 2024,   19:44
ვრცლად
ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია - რასა იუკნევიჩიანე დოკუმენტზე ხელმოწერის შესახებ

ევროპარლამენტის წევრი რასა იუკნევიჩიანე აცხადებს, რომ "ქართული ოცნების" მხრიდან გადადგმული ნაბიჯი დანიელსონის დოკუმენტთან დაკავშირებით კარგი ახალი ამბავია. 

"ეს კარგი მესიჯი და კარგი ახალი ამბავია, ახლა ველით იმას, თუ რას იტყვის ოპოზიცია. მე ვფიქრობ, რომ საქართველოში ყველას სჭირდება მსგავსი გადაწყვეტილების მიღება და იმისთვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს, რადგან ის სიტუაცია, რომელიც ახლა არის - საშინელებაა. ახლა გადამწყვეტი დროა იმისთვის, რომ დავინახოთ, თუ რა ხდება უკრაინის საზღვართან. რუსეთი, რა თქმა უნდა, წინააღმდეგია აღმოსავლეთ პარტნიორების ქვეყნები ევროკავშირს დაუახლოვდნენ, ან გახდნენ ნატოს წევრები.

ახლა ბევრი შესაძლებლობა იხსნება და ძალიან მნიშვნელოვანია, იყოს ქვეყანაში სტაბილურობა და განვითარდეს საქართველოს პოლიტიკური სისტემა - ძლიერი ლიდერებით, ოპოზიციით.

მათ, შეიძლება, განსხვავებულად ესმოდეთ სხვადასხვა პროგრამა საქართველოს განვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს გეოპოლიტიკური მიმართულების საერთო გაგება.

თუ იქნება შეთანხმება, მე ვთხოვდი საქართველოს პოლიტიკოსებს, რომ წინ წასულიყვნენ და ეჩვენებინათ სიგნალი საქართველოს წევრობისთვის ევროკავშირსა და ნატოში. ყველა უნდა იყოს საკმარისად აქტიური, რათა წინ წაიწიონ ამ მიმართულებით,"- აცხადებს რასა იუკნევიჩიანე.

დღის ამბები