28 ნოემბერი 2024,   19:50
ვრცლად
თუ ოპოზიცია შეთანხმებაზე უარის თქმას ისევ გააგრძელებს, ეს დააზიანებს როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანას - ანდრიუს კუბილიუსი

ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ მოხარულია "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებით, ხელი მოაწეროს კრისტიან დანიელსონის მიერ შეთავაზებულ დოკუმენტს.

"პირველ რიგში, მოხარული ვარ, რომ "ქართული ოცნება" დაეთანხმა ბატონი დანიელსონის შემოთავაზებას, რომელიც მხარდაჭერილი იყო ჩვენი ჯგუფის მიერ - ევროპარლამენტის სხვადახვა წევრის მხრიდან. მე ძალიან ვწუხვარ, რომ დანიელსონის მედიაციის მეორე მისიამ ორივე მხრიდან მარცხი განიცადა. ერთმა მხარემ უკვე დაუჭირა მხარი ამ შემოთავაზებას, ახლა ჯერი ოპოზიციაზეა.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიცია გადახედავს ამ ახალ სიტუაციაში მიდგომას, რომ მმართველი პარტია მზადაა დოკუმენტს ხელი მოაწეროს. ეს არის კრიზისიდან გამოსვლის გზა. ამის ყურება კი ნამდვილად მტკივნეული იყო ჩვენთვის. იმედი მაქვს, რომ ორივე მხარე შეთანხმდება.

რაც შეეხება ახალ არჩევნებს, თუ ვადამდელს, ჩვენ აქედან ვერ მოვახდენთ მათზე ზეწოლას, ეს უფრო ქვეყნის შიგნით გადასაწყვეტი საქმეა, მაგრამ მმართველ გუნდში რომ ვიყო, არჩევნებს 2022 ან 2023 წელს დავნიშნავდი, რადგან უკეთესია ზუსტად 2024 წელს არ დავლოდებოდით. მე მხედველობაში მაქვს ამბიცია იმის შესახებ, რომ განაცხადი შეიტანოთ ევროკავშირში გასაწევრიანებლად, ამიტომაც ვფიქრობ, რომ არჩვენების ჩატარება 2024 წლამდე უკეთესი იქნებოდა.

ვფიქრობ, რომ ახლა ოპოზიციამ სრულ სურათს სერიოზულად უნდა შეხედოს. მმართველი გუნდის გადაწყვეტილება, ვფიქრობ, საკმაოდ გარდამტეხი ნაბიჯი იყო. ვფიქრობ, ოპოზიცია დაინახავდა, რომ თუ ის შეთანხმებაზე უარის თქმას ისევ გააგრძელებს, ეს სერიოზულად დააზიანებს როგორც თავად ოპოზიციას, ასევე ქვეყანასაც, რომელიც ახალ წინსვლას ძალიან საჭიროებს,"-აღნიშნა კუბილიუსმა

ამავე თემაზე
დღის ამბები