28 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
მივესალმებით პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ გადადგმულ ყველა ნაბიჯს - ბექა ლილუაშვილი

პარლამენტის წევრი ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში არჩილ თალაკვაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომ "ქართული ოცნება" კრისტიან დანიელსონის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს ხელს აწერს. 

"მე მოხარული ვარ, რომ 2-დღიანი გზააბნეული "მესიჯბოქსის" შემდეგ, მმართველი პარტიის ერთ-ერთი ლიდერის, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებაში ერთი-ერთში აისახა ის ძირითადი სათქმელი, რომელიც გახარიას გუნდმა და მათ შორის, მეც, ძალიან მკაფიოდ დააფიქსირა საკუთარ მიზეზებში პარტია "ქართული ოცნების" დატოვების დროს. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გადაწყვეტილების უალტერნატივობას.

დღეს არსებული პოლარიზებული პოლიტიკური გარემო და რადიკალური დღის წესრიგი ჩვენი სახელმწიფოს და პირველ რიგში, ქართველი ხალხის ინტერესებს აზიანებს! ეს არის სიმართლე, რომელიც ჩვენ მიერ დაფიქსირდა და რომელიც დღეს უკვე მმართველი პარტიის რიგებიდანაც გაჟღერდა და დადასტურდა. სწორედ ამ რადიკალურ დღის წესრიგს გავემიჯნეთ ჩვენ, გახარიას გუნდის წევრები და დავტოვეთ "ქართული ოცნების" პარტია. სწორედ ამ რადიკალურ ნაბიჯებს გაემიჯნა გახარია, როდესაც ერთი ადამიანის მიმართ კანონის აღსრულების ფორმამ ქვეყნის ინტერესები და ევროპული მომავალი დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ.

ჩვენი გუნდი ერთმნიშვნელოვნად მიესალმება ყველა იმ ნაბიჯს, რომელიც პარტიების მხრიდან, იქნება ეს მმართველი პარტია თუ ოპოზიციური პარტია, პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებისკენ იქნება მიმართული,"- აღნიშნა ლილუაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები