28 ნოემბერი 2024,   19:53
ვრცლად
ეს გაგდებაზე უარესია, მინდა იცოდეთ… გაიხარეთ - მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის გადაწყვეტილებას ეხმაურება

მსახიობი ბესო ზანგური რუსთაველის თეატრის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ის სპექტაკლების ყველა როლიდან დროებით მოხსნეს. 

"როგორ მაინტერესებს ჩემი სისხლის ფასად გადარჩენილ თეატრში… ჩემი სისხლის ფასად ნათამაშებ შვილივით როლებს რომელი… რომ აგიხსნათ, ამაზე დიდი დარტყმა მსახიობისთვის არ არსებობს! ამას არტისტები მიმიხვდებიან… ეს გაგდებაზე უარესია, მინდა, იცოდეთ… გაიხარეთ," – წერს ბესო ზანგური.

ცნობისთვის, დღეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი საკითხს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ბესო ზანგურმა რუსთაველის თეატრში დაკავებული პოზიცია დღესვე უნდა დატოვოს, ხოლო ნინუცა მაყაშვილს გამოძიებასთან თანამშრომლობისკენ მოუწოდა.

შეგახსენებთ, გადაცემა "ფარულ კონვერტში" გასულ ინტერვიუში მსახიობმა ნინუცა მაყაშვილმა ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობაზე ისაუბრა. ნინუცა მაყაშვილმა აღნიშნა, რომ 11 წლის წინ მისი ყოფილი მეუღლე, მსახიობი ბესო ზანგური მასზე ფიზიკურად ძალადობდა, მათ შორის ორსულობის დროს.

დღის ამბები