28 ნოემბერი 2024,   19:31
ვრცლად
ხორავას ქუჩის საქმეზე დაკავებულ გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა

საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე, რომელსაც 3 წლის შემდეგ დაკავებულ გიორგი მენაბდის სასამართლო პროცესი დასრულდა. გიორგი მენაბდეს პატიმრობა შეეფარდა. 

დეკანოზ შიო მენაბდის შვილს გამოძიება ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავება.

შემთხვევა ხორავას ქუჩაზე 2017 წლის პირველ დეკემბერს მოხდა - 51-ე სკოლის მოსწავლეები, მეთერთმეტეკლასელები, ლევან დადუნაშვილი და დათო სარალიძე საცხოვრებელი კორპუსის ეზოში დაჭრეს. ლევან დადუნაშვილი ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობებით ადგილზე დაიღუპა.

დათო სარალიძის გადასარჩენად ექიმები რამდენიმე საათის განმავლობაში იბრძოდნენ. ის 2 დეკემბერს რესპუბლიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები