28 ნოემბერი 2024,   19:56
ვრცლად
ეს ყველაფერი ისე გადაიზარდა შიშში, მე თვითონ ვერ მოვასწარი გაცნობიერება როდის გადავიქეცი მცენარედ - ნინუცა მაყაშვილი

მსახიობი ნინუცა მაყაშვილი "ღამის კურიერის" ეთერში ჰყვება, რომ თავიდან, ოჯახის შექმნის დროს, ის ძალიან ბედნიერი იყო, თუმცა მალევე ეს ყველაფერი შიშში გადაიზარდა.

კითხვაზე, თუ რატომ არ ჰყვებოდა ოჯახურ ძალადობაზე ამდენი წლის განმავლობაში, ის პასუხობს, რომ ძალიან დიდი ხნის რეაბილიტაცია დასჭირდა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი გადაელახა.

"რა თქმა უნდა, თავიდან მიყვარდა და რაღაც საოცარი სიყვარული მქონდა. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი იყო ამ კავშირის წინააღმდეგი, მე რა თქმა უნდა მაინც ჩემს სურვილს და ჩემს თავს დავუჯერე და ვენდე კიდევაც. მე ვფიქრობდი, თავიდან რა თქმა უნდა, რომ მე ვიყავი ძალიან ბედნიერი, კი არ ვფიქრობდი, ძალიან ბედნიერი ვიყავი, თუმცა ეს ყველაფერი ეტაპობრივად ისე გადაიზარდა შიშში, რომ მე უბრალოდ თავიდან, რა თქმა უნდა მოვითმინე იმიტომ, რომ ოჯახი არ არსებობს, სადაც ჩხუბი არ არის, ვიფიქრე, რომ რაღაცა რთული პერიოდი იყო, ეს ყველაფერი გადაივლიდა და ყველაფერი დალაგდებოდა რა თქმა უნდა. პირველი შემთხვევაზე, რა თქმა უნდა, არ გამოვქცეულვარ სახლიდან.

ეს ყველაფერი ისე გადაიზარდა შიშში, რომ მე თვითონ ვერ მოვასწარი გაცნობიერება როდის გადავიქეცი მცენარედ, რომელიც უბრალოდ სუნთქავს და იტანს იმ ყველაფერს, რაც არის მის გარშემო.

ძალიან რთული არის. ძალიან დიდი ხანი დამჭირდა რეაბილიტაციისთვის. ძალიან დიდი ენერგია დასჭირდა ჩემს ოჯახს იმისთვის, რომ მე დღეს კარგი, გაღიმებული და პოზიტიური ვყოფილიყავი," - განაცხადა ნინუცა მაყაშვილმა.

დღის ამბები